სააგენტო Victoria’s Secret, რომელიც თეთრეულის მოდის სამყაროში მოწინავეა, ბურკინა ფასოში არასრულწლოვანთა შრომის გამოყენების გამო, ხმაურიან სკანდალში გაეხვა.
Victoria’s Secret-ის ნაწარმში ხშირად გამოიყენება ნატურალური ბამბა, რომლითაც სააგენტოს ეს აფრიკული სახელმწიფო ამარაგებს.
ბურკინა ფასოში ბამბის მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის (UNPCB) მონაცემებით, სააგენტო ბამბას იმ მწარმოებლებისგან ყიდულობს, რომლებიც არასრულწოვან, იაფ მუშახელს იყენებენ. ამ ინფორმაციას გერმანული ორგანიზაცია Fairtrade International-იც ადასტურებს. UNPCB-ის ანგარიშში, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს გამოქვეყნდა, აღნიშნული იყო, რომ ბურკინა ფასოში ათასობით ბავშვი იძულებულია უკიდურესად მძიმე, თითქმის მონურ პირობებში იმუშაოს და მწველი მზის ქვეშ ბაბმა შეაგროვოს.
ცოტა ხნის წინ, ამ ქვეყანაში სააგენტო Bloomberg-ის რეპორტიორი ჩავიდა, რომელმაც პრობლემა ადგილზე შეისწავლა. 6 კვირის განმავლობაში ჟურნალისტი ფერმის გვერდით ცხოვრობდა, სადაც ბამბას აწარმოებდნენ და ხედავდა, როგორ აგზავნიდნენ ბავშვებს ყოველდღე სკოლის ნაცვლად, ბამბის პლანტაციებში. მუშაობის დროს ბავშვებს ხშირად ცემდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.
UNPCB-ის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ შესწავლილი 89 ფერმიდან უმრავლესობაში არასრულწლოვნები მუშაობენ.
Victoria’s Secret-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ UNPCB-ის ანგარიშს არ იცნობს. ამასთან, სააგენტოს წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ პრობლემას დეტალურად შეისწავლიან.
|