როგორ დაიწყო ადელმა კარიერა - ახალი ექსკლუზიური ვიდეო ბრიტანულმა გამოცემა The Sun-მა მოიპოვა. ვიდეოზე 16 წლის ადელი თავის მომავალზე, ბრიტანულ მუსიკალურ სკოლასა და "მწეველობაზე" საუბრობს.
"მოსალოდნელი იყო, რომ ის ვარსკვლავი გახდებოდა. ზოგიერთი ადამიანი სხვებზე მაღლა დგას. ადელი ერთ-ერთი მათგანია", - განაცხადა ადელის სკოლის მეგობარმა და ექსკლუზიური ვიდეოს ავტორმა ალან როსმა.
ვიდეოში ადელი მღერის კიდეც. ეს სიმღერა მოგვიანებით მისი სადებიუტო ალბომის "19"-ის პირველ სინგლად იქცა. "ის თავიდანვე დაჯილდოებული იყო უბრალო მუსიკალური ნიჭით", - აცხადებს მომღერლის მეგობარი.
თუმცა, მიუხედავად უნიკალური ხმისა და მოტივაციისა, ადელი მაინც არ აძლევდა თავს რეალიზების საშუალებას. მომღერალმა პირველ კონტრაქტზე მხოლოდ იმიტომ არ მოაწერა ხელი, რომ თავის მე-18 დაბადების დღისთვის წვეულების დაგეგმვით იყო დაკავებული.
"ეს ტიპიური ადელია. მისთვის მეგობრები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარიერა. ის არც ახლა შეცვლილა. ყოველთვის ასეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე იყო. სკოლაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ, რომ მოგვეცა ასეთ შეუდარებელ ნიჭთან ურთიერთობის საშუალება", - განაცხადა ალანიმ, რომელიც ასევე მომღერალია.
ადელმა თავის კარიერაზე ზრუნვა 2007 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ დროს გამოვიდა ის ფართო საზოგადოების წინაშე. პირველი ალბომი 2008 წელს გამოუშვა, თუმცა, მას წარმატება წილად არ ხვდა.
წელს კი ადელი უკვე 6 "გრემის" მფლობელი და მუსიკალური ჩარტების ლიდერია.
|