36 წლის ეშლეითი კირბი 12 წლის ქალიშვილ ბეკისა და თოჯინას უვლის. ის თავს ორი შვილის დედად მიიჩნევს, მართლაც თოჯინა ნამდვილ ახალშობილს ჰგავს.
ეშლეითი პარტნიორს მაშინ დაშორდა, როცა მისი ქალიშვილი 5 წლის იყო. დაშორება ქალმა ძალიან განიცადა. მან იმედი დაკარგა, რომ როდესმე შეხვდებოდა შესაფერის მამაკაცს, რომლისგანაც შვილს გააჩენდა. არადა ძალიან სურდა მეორე შვილის ყოლაც. ეშლეითმა ინტერნეტში მიაგნო საიტს, სადაც თოჯინების შეძენა შეიძლება. თოჯინაში 250 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, ხოლო ათასობით ფუნტი ”ჩვილის” ტანსაცმელსა და სხვა ნივთებში დახარჯა.
ეშლეითი თოჯინას ისევე ზრდის, როგორც დედა - ახალშობილს: ასეირნებს პარკში, დაჰყავს შოპინგზე. ხშირად თოჯინა უცნობებს ნამდვილ ბავშვში ეშლებათ. მას საკუთარი ოთახი აქვს და ეშლეითის ქალიშვილი თოჯინაზე ძალიან ეჭვიანობს.
”შემეძლო ბავშვი მეშვილა, მაგრამ ეს პროცედურა ძალიან დამღლელია, მე კი ზარმაცი ვარ და ეს კარგი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა მან.
თოჯინებს მხატვარი ივონე ვოლტერსი ქმნის. შემკვეთი თოჯინის დიზაინს მას თავად კარნახობს. თითო თოჯინის დასამზადებლად 40 საათია საჭირო. იმისათვის, რომ თოჯინა რეალურ ბავშვს ჰგავდეს, მხატვარი კანის, თმის, თითებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესაქმნელად გულმოდგინედ მუშაობს.
|