თექა, მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა, ამზადებენ თუშეთში, კახეთში, ხევსა და ჯავახეთში. მწყემსები და მეცხვარეები მთაბარობისას თექას იყენებენ კარვების გადასახურად. სახიანი თექის საუკეთესო ნიმუშები ("ნაბადი") მზადდებოდა თუშეთში. თუშური თექა გამოირჩევა მარტივი და დახვეწილი ორნამენტით.
|