ჟურნალის „Billboard" ყოველწლიური ჯილდოს ლაურეატი ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი გახდა.
დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ-იორკში 2011 წლის 2 დეკემბერს გაიმართება. 21 წლის ტეილორ სვიფტი ჯილდოს მფლობელებს შორის ყველაზე ახალგზრდა შემსრულებელია. გასული წლების „წლის ქალბატონები" იყვნენ სიარა, ფერჯი და ბიონსე.
ტეილორის სადებიუტო ალბომი „Taylor Swift" 2006 წელს გამოვიდა. ფირფიტა Billboard 200-ის ჩარტების მეხუთე ადგილზე მოხვდა და Top Country Albums-ის სალიდერო პოზიცია დაიპყრო.
მომღერლის მეორე ფირფიტა „Fearless" 2008 წელს გამოვიდა და პირველთან შედარებით კომერციული გამოდგა; Billboard 200-ის ლიდერი გახდა.
მესამე და უკანასკნელი ნამუშევარი „Speak Now", 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა და აგრეთვე დაიპყრო ბილბორდის ჩარტები.
2011 წლის 7 აგვისტოს ტეილორმა მიიღო ჯილდო „Teen Choice Awards". 2010 წელს კი, მომღერალი ოთხი „გრემის" მფლობელიც გახდა.