რა მოხდება თუ ბავშვებს ათასობით ფერად ”სტიკერს” მივცემთ, შევუშვებთ აბსოლუტურად თეთრ ოთახში და თვითგამოხატვისთვის სრულ თავისუფლებას მივანიჭებთ? ამის გარკვევა 82 წლის იაპონელმა მხატვარმა იაოი კუსამამ გადაწყვიტა. თავდაპირველად ოთახის დიზაინი მინიმალურ სტილში იყო გადაწყვეტილი. თუმცა ერთფეროვნება ბავშვებმა მთლიანად შეცვალეს. ოთახში თეთრი ფერი თითქმის აღარ დარჩა.კუასამა თეთრ ოთახში ბავშვებსა და მოზრდილებს უშვებდა და სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. საბოლოოდ, ეს ოთახები სამუზეუმო ექსპონატად და ხელოვნების შედევრად იქცა.იაოიმ 40 წლის განმავლობაში უამრავი ტილო, სკულპტურა და ფოტოსურათი სწორედ ”სტიკერების” გამოყენებით შექმნა. ამ პრეცესს მხატვარი "განადგურებას" უწოდებს, რაც ცარიელი სივრცის ამოვსებას ნიშნავს.ამ ინსტალაციას "შეხედე ახლა, ხედავდე ყოველთვის" ეწოდება. ის Queensland-ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში მდებარეობს. ნამუშევარი იქ 12 მარტამდე დარჩება.