მთავარი » 2012»იანვარი»21 » სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი კვლავ ყურადღების ცენტრშია
12:31 PM
სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი კვლავ ყურადღების ცენტრშია
ამერიკელი მოდელი და მსახიობი ლინდსი ლოჰანი კომპანია philipp plein-ის 2012 გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ახალი სახე გახდა. ლინდსი ბრენდ philipp plein-ის დიდი ხნის თაყვანისმცემელია და ალბათ ამიტომაც დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, რომ ამ ახალი კოლექციის მთავარი აზრი გადმოეცა. დახვეწილობა, უხამსობის ზღვარი, პროვოკაციულობა და როკ-ენ-როლის სიდიადე - ყველაფერი ეს ლინდსიმ საკუთარ თავში გააერთიანა.
კოლექცია სახელწოდებით "ველური ჯუნგლები" - რაღაც შუალედურია ქუჩის მოდასა და ვარსკვლავურ სტილს შორის. უდარდელი, ვნებიანი და თავისებური ლოჰანი - კოლექციის გმირის საუკეთესო ილუსტრაცია გახდა - ფოტოებზე ის ლამაზი, სექსუალური და ძალიან ქალურია. სარეკლამო კამპანიის ფოტოგრაფი ჰოლივუდელი დილან დონია. გადაღებისთვის ქალაქ ბელაჯიოში, ტბა კომოსთნ მდებარე მდიდრული სასტუმრო Grand Hotel Villa Serbelloni შეირჩა.