ერთხელ ქუჩაში ჩემს წინ ხელიხელჩაკიდებული მიდიოდა წყვილი... ისინი მოხუცები იყვნენ, მაგრამ თავიანთი დანოჭებული ხელები ისე სიყვარულით ჩაეჭიდათ ერთმანეთისათვის, რომ მე მათი შემშრუდა... დიახ შემშურდა მათი გრძნობის, მათი მარად ახალგაზროდბის...
მათი სულები არ იყო მოხუცი, ისინი ისევე განიცდიდნენ ერთმანეთს, ისევე გრძნობდნენ სიყვარულს, როგორც ახალგაზრდობაში... ჰო მე მათი შემშურდა და ამას ხმამაღლა ვიძახი! მე ვიტყვი, რომ მათ უბედიერესი ცხოვრება გაიარეს... და ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ეს ასე არ იყო! და იცით, ეს მაძლევს საშუალებას ვიფიქრო, რომ ზოგჯერ ასეთი რამეები მხოლოდ წიგნებში ან ფილმებში არ ხდება, რომ ეს მართლაც რეალურია...
როცა მოვხუცდები, თუკი ჩემს გვერდით იქნება კაცი,
რომელიც ისევ სიყვარულით ჩამხედავს თვალებში და ისევ ისეირნებს ჩემთან ერთად ხელჩაკიდებული... მაშინ ალბათ ჩემს დანახვაზე ვიღაც სხვა ახალგაზრდა გოგო გაიფიქრებს(ისევე როგორც მე გავიფიქრე) ,,ალბათ ის ბედნიერი ქალი იყო და ის ახლაც ბედნიერი ქალია!"
|