ქეითი ფერი და მისი სამეგობრო წრე, Coachella-ს ვიქენდზე ერთობოდა. როგორც გაირკვა იქ თავისი ახალი ბოიფრენდის მოსასმენად მივიდა. „ მე აქ ჩემი ბოიფრენდის პერფომანსის საყურებლად მოვედი" - განაცხადა ქეითიმ.
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯგუფ Florence + the Machine-ს და Katy Perry-ის რაიმე საერთო ექნებოდათ. დიახ! AMOR ... ქეითის ხომ მათი გიტარისტი მოეწონა.
საინტერესოა ნუთუ ახალმა რომანმა, განაპირობა, ის რომ, მომღერლის დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით „Part of Me”, არ იქნება არანაირი ინფორმაცია თავის ყოფილ მეუღლეზე Russell Brand-ზე
ჯესიკა სიმფსონი დედა გახდა ჯესიკა სიმფსონი გოგონას დედა გახდა. მომღერალს შვილი ამჟამინდელ ბოიფრენდ ერიკ ჯონსონისგან შეეძინა.
წყვილის ნიშნობა ორი წლის წინ შედგა, თუმცა ამ დრომდე ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.
სიმფსონის წარმომადგენელების განცხადებით ახალშობილიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.
პოპ დედოფალ Madonna-ს ტურნე რამდენიმე დღით გადაიდო. როგორც იცით იგი 29 მაისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცნობილი ხდება, რომ იგი 31 მაისს აიღებს სტარტს.
ჯერჯერობით არ სახელდება კონცერტების გამართვის თარიღის გადაწევის მიზეზი, თუმცა გეტყვით იმას, რომ MDNA-ს მხარდასაჭერ ტურნეს ფარგლებში მომღერალი 76 კონცერტს გამართავს.
ფირფიტა MDNA - 23 მარტს გამოვიდა და არაერთი რეკორდის მოხსნაც მოახერხა
|