მეცნიერებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ თუ ადამიანი გამოცდის ჩაბარებამდე 5 წუთით ადრე საღეჭ რეზინას დაღეჭავს, ის დავალებას უკეთ გაართმევს თავს -ამ დასკვნამდე ნიუ-იორკის Lawrence-ის უნივერსიტეტის პროფესორები მივიდნენ.
მეცნიერებმა ტესტირებისთვის 80-მდე სტუდენტი შეარჩიეს, მათ საღეჭი რეზინი დაურიგეს და 5 წუთის შემდეგ გამოცდაზე შეუშვეს. აღმოჩნდა, რომ მათი გონება, სხვა სტუდენტებთან შედარებით, უფრო სწრაფად მუშაობდა. თუმცა აუცილებელია საღეჭი რეზინის გადაგდება გამოცდაზე შესვლამდე, რადგან წერის დროს ის გონებას ფანტავს.
მკვლევარების აზრით, ასეთ ეფექტს ღეჭვის შედეგად გაღიზიანებული თავის ტვინი იძლევა. ეფექტი არც ისე დიდხანს, დაახლოებით, 15-20 წუთს გრძელდება, შემდეგ კი ტვინი მუშაობის ძველ რეჟიმს უბრუნდება.
|