თქვენ ესაუბრებით Facebook-ზე თქვენს მეგობრებს, პრაქტიკულად ცხოვრობთ facebook-ში, მაშინ რატომ არ შეიძლება ჭამოთ და დაიძინოთ facebook-ზე? სწორედ ეს გაითვალისწინა ხორვატიელმა დიზაინერმა ტამისლავ ზვონარიჩმა, როდესაც უნიკალურ საწოლს ქმნიდა. Fbed ასე ეწოდება ახალი თაობის საწოლს, რომელის დიზაინი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის მოტივებზეა შექმნილი. Fbed-ი facebook-ის ლოგოს დიზაინს იმეორებს, რომელშიც საძინებელი, სასადილო და სამუშაო სივრცეებია გაერთიანებული."Fbed-ი ეს არის კონცეპტუალური, მულტიფუნქციური საწოლი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, ყოველთვის აქტიურად იყოთ ონლაინ-სივრცეში, მაშინაც კი, როდესაც გძინავთ. შეგიძლიათ საწოლიდან ადგომის გარეშე შეხვიდეთ ქსელში და ზედმეტი მოძრაობის გარეშე, კომპიუტერიდან პირდაპირ საწოლში გადაწვეთ", - განაცხადა ტამისლავმა.
მომზადებულია freshome.com-ის მიხედვით.
|