რიანას შვედი თაყვანისმცემლები ძალიან დანაღვლიანდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ მათი საყვარელი მომღერლის კონცერტი გადაიდო. როგორც გაირკვა, კონცერტი საპატიო მიზეზის გამო გადაიდო. რიანას გრიპის ვირუსი ისე გაურთულდა, რომ მისი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომღერლის წარმომადგენლის განცხადებით, იგი ძალიან სუსტადაა და კონცერტის გამართვას უახლოეს დღეებში ვერ შეძლებს.თავად რიანა თაყვანისმცემლებს ებოდიშება და სოციაური ქსელის საშუალებით საავადმყოფოში გადაღებულ ფოტოებსაც ავრცელებს.
|