ახალი წლის დასაწყისი ერთგვარად "მოსავლის აღების" დროა. უჩვეულო კვლევა ჩაატარა საძიებო პორტალმა Google-მ. რის შედეგადაც უკვე ვიცით, რომელი ვარსკვლავური ვარცხნილობა იძბნებოდა ყველაზე ხშირად გასული 365 დღის განმავლობაში Google-ზე.გამოკვლევის გამარჯვებულები გახდნენ 17 წლის ჯასტინ ბიბერი და 21 წლის ემა უოტსონი (როგორც აღმოჩნდა "ჰერმიონას" გაბედული გადაწყვეტილება შეეცვალა იმიჯი, სასიკეთოდ წაადგა). სწორედ ამ ვარსკვლავების ვარცხნილობა იყო ჩაწერილი ყველაზე ხშირად Google-ს საძიებო გრაფაში.აღსანიშნავია, რომ ორივე გამარჯვებული მოკლე ვარცხნილობას ატარებს. აი, ცალკე აღებული ბრიტანეთის ყველაზე მიმზიდველი თმის მფლობელი კი დამსახურებულად გახდა გრძლეთმიანი 28 წლის მომღერალი შერილ კოული.
|