უიტნი ჰიუსტონი გარდაიცვალა...
მსოფლიომ უდიდესი მომღერალი და მუსიკოსი დაკარგა მისი სახით !
შეიძლება ახლა ფიქრობთ,რომ მე ამას იმიტომ ვწერ,რომ მოდას მივყვები და როგორც "გლამურულ" საზოგადოებაშია მიღებული,გარდაცვლილ ადამიანს მივაგებ პატივს და ვიძახი,რომ მიყვარს მხოლოდ იმიტომ,რომ ის დღეს ცოცხალი აღარაა,მაგრამ მწარედ ცდებით !
ეს პიროვნება მთელ მსოფლიოს უყვარდა და აფასებდა ! მისი ხმის ტემბრი უბრალოდ გასაოცარი იყო ! ის თავისი ხმით ყველას აჯადოვებდა ! მისი ყველა სიმღერა გაჰიტდა ! ცხოვრება გრძელდება,მაგრამ უიტნის გარეშე ! ბედნიერი ვარ,რომ მაქვს სმენა და საღი გონება,რომ დავაფასო ისეთი ადამიანი,ისეთი ნიჭი და ისეთი პიროვნება,როგორიც უიტნია ! მიუხედავად იმისა,რომ მე მისდამი სიყვარული არ გამომიმჟღავნებია,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ არ ჩავთვალე საჭიროდ...გულში რასაც ვგრძნობ ის არაა საჭირო ბოლომდე სხვას გავანდო...შეიძლება ცუდად გამომივიდეს,მაგრამ მაინც ვიტყვი:დაიბადებიან ნიჭიერი ადამიანები,შექმნიან მუსიკას,მაგრამ ისეთს ვერა,როგორსაც უიტნი,მაიკლი,სტივი,ბიტლზი,ქვინი,ელვისი და კიდევ ბევრნი ქმნიდნენ და ქმნიან ! მათ მსოფლიოს სამუდამოდ დაამახსოვრეს თავი,თავიანთი შეცდომების მიუხედავად და მუსიკის ისტორიაში ჩაიწერნენ ერთი სიტყვით - ლეგენდა !
მეტის გასაგებად უბრალოდ ნახეთ:
ეს კი იმათთვის,ვინც ჯერ კიდევ არ იცი ვინ იყო უიტნი !
ამერიკის ნაციონალური ჰიმნის ყველაზე კარგი შესრულება !
და კიდევ უამრავი შეიძლება დავასახელო...მაგრამ ეს ერთი ყველაზე ძვირფასია !
ქვეყანაზე მეორე უიტნი აღარ იარსებებს ! მადლობა იმისთვის,თუ წაიკითხეთ !
Rest in Peace, Whitney...
We'll Always Love You,Whitney !
|