სულ უფრო და უფრო ახლოვდება ახალი წელი, ჩვენს საახალწო განწყობაზე კი ყოველდღე ზრუნავენ მომხმარებლები და ამდიდრებენ საიტს საახალწლო ფოტოკრებულებითა და ფოტოსესიებით. ამჯერად, მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი მარჯვე ხელების გავარჯიშება და გასწავლოთ ძალიან ლამაზი და გემრიელი სათამაშოების გაკეთება - ქაფქეიქების სახით რომელიც მარად მზად იქნება დაამშვენოს უკვე აღმართული საშობაო/საახალწლო ნაძვის ხე.
მის დასამზადებლად რამდენიმე ნივთი დაგვჭირდება:
1) ჩვეულებრივი სადა საახალწლო ბურთულები. 2) ბრჭყვიალები და მძივები. 3) ფერადი ქაღალდები/უკვე მზა ორცხობილის ქაღალდები. 4) წებო
ვიღებთ სასურველი ფერის ჩვეულებრივ ბურთს, წებოთი ვახატავთ სასურველ ნახატს, (ფიფქებს, სანტა კლაუსს, გეომატრიულ ფიგურებს...) შემდეგ წებოიან ადგილზე ვაყრით ბრჭყვიალებს, ზედმეტები თვინ ჩამოცვივდება, ხოლო ნაწილი რომელიც ნახატს მიეკრა დარჩება. ამის შემდეგ უნდა დაველოდოთ მის გაშრობს, შემდეგ კი სურვილის შემთხვევაში ზევიდან დავადოთ პატარა ჩხარუნა ან მომცრო ზომის ბურთულა. ბურთის მოპირკეთების დასრულების შემდეგ დაგჭირდებათ ორცხობილის ქაღალდი. რომლის გაკთება ხელით არც ისე ადვილია, სასურველია იყიდოთ, ხოლო თუ ყიდვას ვერ მოახერხებთ შემდეგ მითითებას მიყევით: გამოჭერით ქაღალდისგან მრგვალი წრე, იმხელა რომ ბურთის შემოხვევისას ნახევრად ფარავდეს. გადაკეცეწთ ქაღალდი შუაზე და ამოჭერით გული, ეს ბურთის საყრდენი იქნება, დარჩენი ქაღალდი კი ხელით უნდა დაკეცოთ და მიაღინოთ ისეთი ფორმა როგოირც სურათებზეა ნაჩვენები. შემდეგ ამ ოვალს ისევ დააწებებთ ძირს და მასში მოათავსებთ უკვე მზა ბურთულას.
|