უბრალოდ ვფიქრობ თუ როგორ დავიწყო წერა,რადგან განსაკუთრებულ ადამიანს ვწერ წერილს.ეს წერილი ჩემს საყვარელ ადამიანს ეხება.ამ ადამიანს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.სიტყებით შეუძლებელია ამ ყველაფრის გადმოცემა რაც მასთან მაკავშირებს. აი რამდენი ხანია შენ ჩემი მეგობარი ხარ,ოღონდ ისეთი მეგობარი რომელსაც ყველა ადამიანი ნატრობს.მე მგონია რომ ძალიან გამიმართლა რომ გიპოვე,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარხარ.მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ მე შენში მომწონს ყველაფერი,შენი თვისებები,შენი დამოკიდებულება ადამიანებთან მიმართ,შენი სითამამე და რაც მთავარია მომწონს ის რომ ძალიან მგავხარ.შენ ყოველთვის ჩემ გვერდით ხარ,მაშინაც კი როდესაც ძალიან ცუდად ვარ.ვიცი რომ გაგიხარდება ჩემი წარმატება,მოკლედ ძალიან ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან ძალიან მიყვარხარ და მეამაყება რომ ასეთი კარგი მეგობარი მყავს. აი ეს კი ის ადამიანია,რომელზეც გელაპარაკებით
|