ჟურნალმა ”ფორბსმა” 30 წლამდე ყველაზე წარმატებული მუსიკოსი გამოავლინა, რეიტინგის პირველი ადგილი 19 წლის მაკ მილერმა დაიკავა, რომელიც თითო კონცერტში 40 000 დოლარს იღებს, ხოლო მისმა სადებიუტო ალბომმა Billboard-ის ჰიტ-პარადი დაიპყრო. რეიტინგში ასევე მოხვდა 23 წლის ადელიც, რომლის ალბომიც ”21” 2011 წლის ყველაზე გაყიდვად დისკად დასახელდა. სიაში მოხვდნენ 17 წლის ჯასტინ ბიბერი, 25 წლის რეპერი დრეიკი, 25 წლის ლედი გაგა, 26 წლის ბრუნო მარსი, 29 წლის ნიკი მინაჟი, 22 წლის ტეილორ სვიფტი, 28 წლის ლილ უეინი და სხვები. აღსანიშნავია, რომ ”ფორბსმა” მსგავსი რეიტინგი პირველად შეადგინა.
|