ჯასტინ ბიბერმა შესაძლოა განახლებულ სერიალ „მაშველებში" ერთ-ერთი როლი ითამაშოს. სწორედ ამ სურათმა აქცია ვარსკვლავებად პამელა ანდერსონი, კარმენ ელექტრა და დევიდ ჰესელჰოფი. პროექტის იდეის ავტორი ჯერემი ჯექსონი გახლავთ, რომელიც „მაშველების" თავდაპირველ ვერსიაში მონაწილეობდა. მისი თქმით, მან ბიბერს ის როლი შესთავაზა, რომელსაც თავად ასრულებდა. ჯასტინის პერსონაჟი ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონია ცურვაში და ის მალიბუს მაშველების გუნდს უერთდება. სერიალს სტუდია „Paramount" იღებს. როგორც ირკვევა, ხელმძღვანელობა გეგმავს, ამ საქმეში კიდევ ერთი ვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკიც ჩართოს. ცნობილი გახდა, რომ სცენარისტებმა როლები დევიდ ჰესელჰოფისა და პამელა ანდერსონისთვისაც გაითვალისწინეს, თუმცა მსახიობებს თავიანთი მონაწილეობის შესახებ თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ. სერიალი „მაშველები" ამერიკული ტელევიზიით 1989 წლიდან 1990 წლამდე გადიოდა, ხოლო ამის შემდეგ გაგრძელება გადაიღეს, რომელიც მსახიობების სხვა შემადგენლობით დაკომპლექტდა.
|