ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, The Beatles-ის ყოფილი წევრი, 69 წლის პოლ მაკარტნი ლივერპულში კონცეტრის დროს სცენაზე დაეცა. სიმღერის დასრულების შემდეგ მომღერალი კიბეზე დაეშვა, თუმცა ფეხი დაუცდა და თავი ვეღარ შეიმაგრა.
თვითმხილველთა თქმით, მუსიკოსი ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგა და მტვრიანი ტანისამოსის გაწმენდას შეუდგა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მომღერალს ასეთი კურიოზი მოსდის - შარშან ბრაზილიაში კონცერტის დროს მან სცენაზე სადენს ფეხი გამოდო და იატაკზე გაიშხლართა.
|