cheმი საუკეთესო მეგობარი - ვანესა ავად იყო. ამბობდნენ, რომ საათები ჰქონდა დარჩენილი. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და დაიმედებულმა დავრეკე საავადმყოფოში. დედამისმა მითხრა : ''მაილი, ის ღმერთმა წაიყვანა''. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სიმართლე იყო. ის ხომ მხოლოდ ბავშვი გახლდათ? ამქვეყნად კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი, მაგრამ ღმერთმა წაიყვანა. მანამდე არასდროს დამიკარგავს მეგობარი და ამ ამბავმა ჩამზე ძალიან იმოქმედა. იმ ღამეს ვერ დავიძინე. საათების განმავლობაში ვტიროდი და ვანესას ვიგონებდი. დედაჩემი ჩემს დაწყნარებას შემდეგი სიტყვებით ცდილობდა : '' მაილი შენ მას ბოლო რამოდენიმე თვე გაულამაზე. ის ხვდებოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყავი მისთვის, მაგრამ შენ მხოლოდ ახლა ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ის შენთვის'' შემდეგ კი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა მენდი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი და ერთ დღესაც ვერ ვძლებ მის გარეშე, მაგრამ ის ვანესას ვერასდროს
|