თუკი დიდი ხანია რიკი მარტინისგან მუსიკალური სიახლეები არ გაგვიგია, მისი ხილვა ყველაზე ხშირად ჟურნალებში შეგვიძლია.
სულ ცოტა ხნის წინ მომღერალმა ცნობილი გამოცემა, The Advocate-სთვის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, ამჟამად კი მისი ნახვა ესპანური Vanity Fair-ის აპრილის ნომრის გარეკანზე შეგეძლებათ.
ფოტოსესიაში მისი მეგობარი მამაკაცი და ბავშვები მონაწილეობდნენ. რიკიმ ჟჲრნალთან პირადი ცხოვრებისა და ბავშვების შესახებ ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია ბავშვების აღზრდით. დემი ლოვატომ როგორც იქნა დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ვიდეო კლიპი გამოუშვას. ვიდეოს მსოფლიო პრემიერა ”Give Your Heart a Break” 3 აპრილს შედგება, მანამდე კი ამერიკასა და კანადაში 2 აპრილს.
ინტერნეტში უკვე გავრცელდა მომღერლის კლიპის რამდენიმეწამიანი ნაწყვეტი. სრულ ვერსიამდე კი 1 კვირა რჩება. რამდენიემ დღის წინ კი დემიმ სიმღერის ტექსტის ვიდეო განათავსა YouTube-ს პერსონალურ არხზე, რომელშიც თავადაც იღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ დემის ბოლო ვიდეო კლიპი გასული წლის ივლისსში გამოვიდა, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლომდა მსმენელში და არც ჩარტების მოწინავე პოზიციები დაკლებია. დედა მონსტრთან გამკლავება საკმაოდ ძნელი საქმეა, ამიტომ იგი ხშირად ხდება სხვადასხვა დაჯილდოებების ტრიუმფატორი.
ორიოდე დღის წინ ნიუიორკში GLAAD Media Awards-ი გაიმართა, რომელზეც სტეფანი ნომინირებული იყო საუკეთესო მუსიკოს ნომინაციაში და გამარჯვების მოპოვებაც მოახერხა.
მოკლედ Born This Way-ს კიდევ ერთი ჯილდო შეემატა... ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი ახალ სიმღერებზე მუშაობს, ასე რომ მალე კიდევ ერთი წარმატებული ალბომის მოსმენაც შეგვეძლება.
|