Madonna-მ როგორც იქნა გამოუშვა ვიდეო კლიპი სიმღერაზე "Girl Gone Wild" და მაშინვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. პარალელი რა თქმა უნდა Lady Gaga-სთან გაავლეს და ისეთი კლიპიც იპოვეს მომღერლის შემოქმედებაში, რომელიც პოპ დედოფლის ახალ ვიდეოს მოგაგონებთ.
”Alejandro” - ალბათ ყველას გახსოვთ ეს ვიდეო, 2010 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნამუშევარი, რომელსაც არც კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაკლებია და არ მსმენელის სიმპათია. ვიოდეპორტალ YouTube-ზე აღნიშნულმა ვიდეომ ამ დრომდე 166 მილიონამდე ნახვაც კი დააგროვა.
ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა იქნება თუ არა ასეთივე პოპულარული Madonna-ს "Girl Gone Wild"
თუკი სხვადასხვა შემსრულებლები სპორტის სასახლის ხალხით გავსებას კონცერტზებზე ვერ ახერხებენ, არაშმა მოახერხა არამხოლოდ შეევსო დარბაზი, არამედ კარგი კონცერტიც ჩაეტარებინა.
20 მარტს სპორტის სასახლემ კიდევ ერთ კონცერს უმასპინძლა არაშისა და დიჯეი ალიგატორის მონაწილეობით. შემსრულებელი თბილისში მთელ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა დაწყებული მუსიკოსებით, გოუგოუ დენსერებით დამთავრებული.