პრესის ყურადღება მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლის უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქალიშვილმა ბობი კრისტინა ბრაუნმა მიიპყრო.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლეგენდარული შემსრულებლის ქალიშვილი მისსავე ნახევარ ძმაზე, ანუ უიტნის აყვანილ შვილზე, 22 წლის ნიკ გორდონზე არის შეყვარებული.
როგორც ჩანს დედის გარდაცვალების შემდეგ ბობი კრისტინამ ნარკოტიკებს ძმის მკლავებში ამჯობინა ნუგეშის პოვნა. წყვილმა მათი სიყვარულის ამბავი საზოგადოებას Twitter-ის საშუალებით ამცნეს. აღნიშნულმა ფაქტმა კი ჰიუსტონის თაყვანისმცემლების რისხვა დაიმსახურა.
ნიკისა და კრისტინასაც არ დაუკლიათ საპასუხო რეაქცია და განაცხადეს, რომ ვინ მათი ურთიერთობის წინააღმდეგია საკუთარი ცხოვრება არ გააჩნიათ და მათი აზრი სულაც არ აღელვებთ. ________________________________________________________________________________________
PLAYBOY-ს გარეკანზე მამაკაცი ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა რადგან, მას შემდეგ რაც 1953 წელს ჟურნალის დაარსდა, მხოლოდ ათმა მამაკაცმა მოახერხა ჟურნალის გარეკანის დაპყრობა.
სტივ მარტინის, დონალდ ტრამპისა და ჯინ სიმონსის შემდეგ ახლა უკვე PLAYBOY-ს გარეკანზე ბრუნო მარსიც მოხვდა.
მომღერალს ფოტოებში პარტნიორობას მოდელი რიქეილ ფამფლანი უწევს. მარსმა ჟურნალთან ინტერვიუში პოპულარობისკენ მიმავალ გზასა და კარიერის შესახებ ისაუბრა. ნომერი გაყიდვაში აპრილის თვეში გამოვა.