უმსხვილესმა კინოპორტალმა IMDB-მ მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო პერსონები დაასახელა. რეიტინგი იმის მიხედვით შედგა, რომელი მსახიობის პირად მონაცემებს ირჩევდნენ წასაკითხად პორტალის მომხმარებლები წლის განმავლობაში. ათეულის სათავეში მსახიობი ნატალი პორტმანი მოექცა. წელს ებრაული წარმოშობის კინოვარსკვლავმა ზედიზედ სამი მთავარი როლი შეასრულა, რითაც კიდევ ერთხელ მოიპოვა მსოფლიო აღიარება.
მეორე ადგილი მილა კუნისმა დაიკავა.
მესამე - გასული წლის ანალოგიური რეიტინგის გამარჯვებულმა, ჯონი დეპმა.
მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა ემა სტოუნი.
მეხუთეზე კი კრის ჰემსვორტი.
ოლივია უაილდმა და ჯენიფერ ლოურენსმა მე-6 და მე-7 ადგილები გაინაწილეს.
ჯორჯ კლუნსა და რაიან გოსლინგს მე-8 და მე-9 ადგილები ერგოთ.
საბოლოოდ კი, ათეული ბეტმენის როლის შემსრულებელმა, კრისტიან ბეილმა დახურა.
წლევანდელი რეიტინგი გასულ წელთან შედარებით, გაცილებით "ქალმრავალია". შარშან ათეულში მოხვედრა მხოლოდ სამმა ქალმა მსახიობმა შეძლო.
|