საიტის მენიუ

კალენდარი
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » ივნისი » 10 » Music
10:43 PM
Music
ადამიანი ყოველთვის მიისწრაფვის რთულისკენ და ყურადღებიდან რჩება მარტივი საკითხები, რომლებსაც მნიშვნელოვნად არასდროს თვლის. ყოველთვის ვცდილობთ ვიხმაროთ მაღალფარდოვანი სიტყვები, ვცდილობთ ისინი ვიყოთ ვინც სინამდვილეში არ ვართ. დაუსრულებლივ ვთამაშობთ დაუწერელ როლს და საქმე საქმეზე რომ მიდგება მარტივი საკითხების გადაჭრა აღარ შეგვიძლია, სამაგიეროდ ოდესღაც ჩანერგილი პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებული გვაქვს და ჩვენს სინდისის ქენჯნას საპატიო მიზეზით ვახშობთ და ვამართლებთ ჩვენს უმეცრებას იმით, რომ რთული საკითხების გადაჭრით ვიყავით დაკავებულნი. დიადი საქმეებით, რომლებიც სრულიად გააბათილებენ მარტივთ და არამნიშვნელოვანთ, მაგრამ ყოველივე ამით როდი მთავრდება?! სიმარტივე ცხოვრების თანდაყოლილი თვისებაა, უბრალოდ ჩვენ გვიყვარს მისი გართულება.  როგორ ფიქრობთ არის თუ არა მუსიკა მარტივი მცნება?

ის მარტვია იმისთვის ვისაც ის ესმის. რთულია იმისთვის ვინც მას ვერ იგებს. ის ხომ ყველგანაა, უბრალოდ საკმარისია მას ყური დავუგდოთ. ზოგისთვის მუსიკა ჰობია, ზოგისთვის მოდა, ზოგისთვის კი სიცოცხლის და შთაგონების წყარო. რა არის ჩემთვის მუსიკა? – არ ვიცი, ჩემთვის ძნელია ემოციების და გრძნობების სიტყვიერად გადმოცემა. არ არსებობს თუნდაც ერთი სიტყვა რომელიც ჩემს მუსიკასთან დამოკიდებულებას აღწერდეს. მე მჯერა მუსიკის ძალის. მჯერა რომ მას მშვიდობის და არეულობის მოტანა შეუძლია, შეუძლია ატირებული გააცინოს და გაცინებული აატიროს. ის არაფერია ადამიანის გარეშე და ადამიანი არაფერია მის გარეშე. მუსიკა ყველაფერს ცვლის, თვით უკვე დადგენილსაც და შეუცვლელსაც. არ მიყვარს ოცნება, მაგრამ მუსიკამ მეოცნებე გამხადა. მუსიკა ადამიანებს აახლოებს, იმედს უნერგავს. იმედის გარეშე კი ცხოვრება შეუძლებელია. მუსიკა შთააგონებს ადამიანს ან პირიქით. არსებობს მუსიკის უამრავი ჟანრი. ზოგიერთის მოსმენა ჩემთვისაც შეუძლებელია. მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვარ მელომანი. ვუსმენ რაც ჩემს სულიერ მდგომარეობასთან ყველაზე ახლოს დგას და არა იმას რაც მოდაშია. 

არ მესმის იმ ადამიანების, ვისაც ტელეფონში ან ფლეიერში ისეთი სიმღერები აქვს ჩაწერილი, რომლებსაც იმიტომ უსმენს, რომ თავის სამეგობროში თავი მოიწონოს. მუსიკა ხომ სათამაშო არაა? ვცდილობ ყოველთვის თავი შევიკავო რომელიმე მომღერლის ან მუსიკოსის გაკრიტიკებისას (თუ ძალიან არ შემაწუხა), რადგან ვიცი, რომ არიან ადამიანები ვისაც იმ მუსიკოსის მიერ შექმნილი მუსიკა გულთან ახლოს მიაქვთ და მე ვინ ვარ რომ მათი შეხედულებები გავაკრიტიკო? რატომ? მე ხომ ვერ ავიტან ვიღაცამ, რომ ჩემ მუსიკალურ გემოვნებაზე დაიწყოს ბჭობა და რაღაც (ჩემთვის) სულელური რჩევების მოცემა, რომელსაც ან გამოვიყენებ ან არა, უფრო არა.

რა არის მუსიკა შენთვის? ჰობი, მოდა თუ ის რაზეც ამდენი ვილაპარაკე? ნუთუ არ ყოფილა შემთხვევები, როდესაც მუსიკას მდგომარეობიდან გამოუყვანიხართ სწორედ იმ დროს, როდესაც არაფერს უშველია თქვენთვის და ბოლო გზა მხოლოდ მუსიკა ყოფილა?! მე პირადად ძალიან დიდი ხანი ვეძებდი ჩემ მუსიკას, იმას რაც მე შემეფერებოდა და ვიპოვე, თუ თქვენც ნაპოვნი გაქვთ თქვენი მუსიკა, დამიჯერეთ თქვენზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყნად = ))). 


კატეგორია: სხვა | ნანახია: 795 | დაამატა: GossipGirl❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

საათი: 7:29 AM
თქვენი IP: 3.145.19.231
თარიღი: 2024-12-18
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz