მომღერალი და მსახიობი შერი თხოვდება. 66 წლის ვარსკვლავის რჩეული 42 წლის მოტომრბოლერი ტიმ მედვეტზია. წყვილი ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდება. საქორწილო ცერემონია ლას-ვეგასში შემოდგომაზე გაიმართება.
"ეს შერის უკანასკნელი შანსია, რომელიც კარგად უნდა გამოიყენოს. ვარსკვლავის შვილები დედის გადაწყვეტილებით ბედნიერები არიან. შერისა და ტიმს ერთმანეთი უყვართ", - განუცხადა წყარომ showbizspy-ს.
მომღერალს მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოსკარი", "გრემი", "ემი", 3 "ოქროს გლობუსი". ჰოლივუდის დიდების ხეივანში მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი. შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რომელსაც აქტიურად იყენებენ თანამედროვე პოპ-მომღერლები. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან. მხოლოდ შერი და ბარბარა სტრეიზანდი არიან "ოსკაროსანი" მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.