მაილი საირუსს და ლიამ ჰემვორზს ძალიან მყარი ურთიერთობა აქვთ და როგორც წყვილის საერთო მეგობარი ამბობს ისინი მზად არიან მომდევნო ნაბიჯისთვის. "მათმა ურთიერთობამ სერიოზული გამოცდა გაიარა და მას შემდეგ რაც მათ დრო ცალკ-ცალკე გაატარეს მიხვდნენ რას ნიშნავს მათთვის ეს ურთიერთობა. მათი ოჯახებიც ძალიან ახლოს არიან. მაილის უმცროსი და ლია "დიდ ძმას” უძახის, ლიამის მშობლებმა მაილი უკვე მიიღეს ოჯახის წევრად. ბეჭედი უბრალოდ ფორმალობაა, ისინი უკვე არიან როგორც ოჯახი.”
ახლა მაილი მიჩიგანშია სანამ ლიამი ახალ სერიოზულ პროექტზე მუშაობს. ისინი ემალებიან პაპარაცებს, თუცა მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებენ.
ჰანა მონტანა გაგრძელდება?
მაილი საირუსმა უკვე რამოდენიმე წელია რაც გაწყვიტა კონტრაქტი დისნეისთან, თუმცა იგეგმება სერიალი "ჰანა მონტანას” გაგრძელება სადაც უკვე აღარ იქნება საჭირო მაილი როგორც მთავარი გმირი. საქმე იმაშია რომ აპირებენ გადაიღონ ახალი სეზონი სადაც იქნება მოთხრობილი ისტორიის დასაწყისი, ანუ როგორ გახდა მაილი სტუარტი ცნობილი პოპ-ვარსკვლავი ჰანა მონტანა.
სერიალს რომ უმაღლესი რეიტინგი ექნება ამაში სტუდია დარწმუნებულია ყველა. მაილის პატარაობის როლზე განიხილება საირუსის უმცროსი და ნოა. ბილი რეიმ უკვე თქვა რომ დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას ახალ სეზონში.
|