მივიდა თუ არა ნინის გვერდით დაჯდა. ნინი უბრალო, განმარტოებული და მშვიდი გოგონა იყო. მას მეგობრები არ ჰყავდა, ყველა ითვალწუნებდა, რადგან სახეზე დიდი შრამი ჰქონდა, რომელიც ბავშვობაში მდუღარის გადასხმის შედეგად დარჩა. მთელი დღე ლაპარაკობდნენ და მიხვდნენ, რომ ერთმანეთს საოცრად უგებდნენ. მის შემდეგ ისინი ტყუპებივით სულ ერთად იყვნენ. მარის ვეღარ წარმოედგინა ნინის გარეშე ცხოვრება, ვერც ნინის. ისინი ყოველთვის მხარში ედგნენ ერთმანეთს, ჭირშიც და ლხინშიც. დრო გადიოდა, მარისა და ნინის მეგობრობა დროსთან ერთად უფრო და უფრო ძლიერდებოდა და მტკიცდებოდა. ერთ წვიმიან დღეს მარი სკოლაში მივიდა და ნინი არ დახვდა.სკოლის შემდეგ მარი დაუფიქრებლად ნინის სახლისკენ გაეშურა, სადაც ნინის დეიდა დახვდა, რომელმაც უთხრა, რომ ნინი საავადმყოფიში იყო. მარი გაოგნებული გავარდა და ნინისთან მივიდა. ექიმებმა უთხრეს,რომ ნინის მხედველობა დაეკარგა და მისი აღდგენა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.მარი დაღონდა,თუმცა გამოსავალი მალევე იპოვა. არ სურდა მეგობარი თავისნაირად დატანჯულიყო. მეორე დღესვე ფულის შეგროვება დაიწყო. მალევე ნინის ოპერაცია გაუკეთეს და საავადმყოფოდან გამოწერეს.
|