Facebook-ი დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავის მეგობარ გოგონას, პრისცილა ჩანს ხელი სთხოვა. ამის შესახებ "მაიკროსოფტის" ხელმძღვანელი ბილ გეიტსი აცხადებს. უცნობია, დათანხმდა თუ არა ჩანი მარკის წინადადებასმას შემდეგ, რაც ბრიტანულმა პრესამ ბილ გეიტსის ინტერვიუ გაავრცელა, ცუკერბერგმა "ფეისბუკზე" საკუთარი გვერდიდან პრისცილასთან ურთიერთობის შესახებ სტატუსი წაშალა. . პრისცილას თავის გვერდზე ცვლილებები არ შეუტანია. პრისცილა ცუკერბერგმა 2004 წელს ჰარვარდში გაიცნო.
ახალგაზრდა მილიარდერის საყვარელი ქალი რიგითი ამერიკელია. ის გადაჭარბებულად არ ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე. ცუკერბერგმა გულახდილად თქვა, რომ პრისცილამ ის თავისი უბრალოებითა და გულითადობით მოხიბლა. 26 წლის მარკი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. უბრალო ბიჭი სიმდიდრემ ვერ შეცვალა, ის ძველებურად კეთილი და გულისხმიერი ადამიანია. შარშან მან საგანმანათლებლო პროექტებისთვის 100 მლნ დოლარი გაიღო და ცნობილ ტელეწამყვან ოპრა უინფრის დაჰპირდა, რომ მეცნიერების განვითარების დაფინანსებას გააგრძელებს.
|