არდადეგები უკვე დამეწყო ! ძალიან მიხარია ახალ წელს ალბათ თქვენც ჩემსავით ელოდებით
ნაძვის ხე, საჩუქრები და გართობა ვის არ უყვარს :))
მოდით ეხლა გადავხედოთ "რაღაცეებს" - ფოტოებს, სიმღერებს და ა.შ
მოდით ფოტოებით დავიწყოთ:
მცირე ფოტოების შემდეგ შემოგთავაზებთ პატარა ინფორმაციას ახალ წელსა და ნაძვის ხეზე:
ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის პირველ დღეზე გადასვლის მომენტში.
გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი დგება პირველ იანვარს
საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის "წვიმებით", სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.