მაილიმ თვითერით ფანებს სთხოვა, რომ შეწყვიტონ კელი ოსბორნზე მუქარა. მან დაწერა: ,,გთხოვთ შეწყვიტეთ ჩემი მეგობრების თვითერზე უხეში კომენტარების დაწერა.
არაფერი გაძლევთ უფლებას ხალხს დაემუქროთ. მე შენ მიყვარხარ @MissKellyO''. პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გამოჩნდა კელის მიერ მოწყობილი მაილის დაბადების დღის წვეულების ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ მაილის ბობ მარლის ტორტი მიუტანეს. ვიდეოში ჩანდა, რომ მაილიმ თქვა:,,შენ იცი, რომ ნარკომანი ხარ, როცა მეგობრები ბობ მარლის ტორტს მოგიტანენ.''ეს ყველაფერი მაილიმ ხუმრობით თქვა. კელიმ კი თქვა, რომ ტორტიც ხუმრობა იყო და მეტი არაფერი. მან ასევე დაწერა:,,მეგობრებო. მაილი სიმღერებს არ წერს, არ თამაშობს ან ტური არ აქვს, მაგრამ ის ყოველდღე მუშაობს. როგორ გააკეთებდა ამას, თუ ის ნარკომანია?...იფიქრეთ''
|