მართალია ის 54 წლის ასაკშიც ინარჩუნებს კარგ გარეგნობას, წარმატებულ კარიერასა და ამასთან ერთად პოპის დედოფლის სახელს, თუმცა კიდევ არსებობს რაღაც რაც Madonna-ს როგორც ჩანს აკლია. არც მეტი არც ნაკლები მომღერალს ქალწულობა ენატრება.
ვარსკვლავი ამჟამად მსოფლიო ტურნეში იმყოფება, რომელიც პოპის დედოფლის მარტში გამოსული ალბომის ”MDNA"-ს მხარდასაჭერად იმართება. რამდენიმე დღის წინ ბერლინში გამართული კონცერტის დროს იგი პირდაპირ სცენაზე ატირდა 1984 წელს გამოსული ჰიტის, "Like a Virgin"-ის შესრულებისას. როგორც ჩანს Madonna-ს მოენატრა 30 წლის წინანდელი ცხოვრება.
მომღერლის მეცხრე საკონცერტო ტურნე მაისის მიწურულს დაიწყო და საერთო ჯამში 90-მდე შოუს მოიცავს. როგორც ცნობილია ”The MDNA Tour” 2012 წლის დეკემბერში დასრულდება