დედა-ეს სიტყვა ჩემთვის ყველაფერია ! მისით ვცოცხლობ ! არ შემიძლია გავიღვიძო და დედას არ დავუძახო ! ჩემი საყვარელი სიტყვაა "დედა" ! ჩემი დედიკო ყველაზე ლამაზია ! ყველასთვის საკუთარი დედა ყველაზე ლამაზია ! აი უკვე 15 წელი სრულდება,რაც ქვეყანას მომავლინე ! პირველი შვილი ვიყავი და არაფერს მაკლებდით ! მაჩუქე ორი ძმა,რომლებიც მართალია ბევრს მაბრაზებენ,მაგრამ მათ გარეშე ცხოვრება არაფრად მიმაჩნია ! ლუკა და გიორგი ჩემი ყველაფერი არიან ! მათთან ერთად გავიზარდე და მათი ყველაფერი ვიცი ! ისინი ჩემი სისხლი და ხორცნი არიან ! გიორგი ჩემს ხელშია გაზრდილი და მის მეორე დედასაც მეძახით :დ ყველაზე ძვირფასი რამ რაც შეგეძლო ჩემთვის გაგეკეთებინა,მათი თავებია ! ვერ გადავიტან რომელიმე მათგანს რამე რომ მოუვიდეს ! ჩვენ დაბადებიდან არაფერს გვაკლებ,ტანსაცმელი იქნება ეს,წიგნები,სათამაშოები თუ საკვები ! ყველაფერი გვაქვს ! ვამაყობ ჩემი ბავშვობით ! ჩემი ბავშვობა რომ არა ალბათ ასეთი არც ვიქნებოდი ! ყვეგან დაგყავდი სადაც შეგეძლო გეტარებინე:რობერტ ბარძიმაშვილის სტუდია "ლახტში","ბასტი-ბუბუში",ქართულ ცეკვებზე,მუსიკაზე,ცურვაზე ! მიუხედავად იმისა,რომ პატარა ვიყავი,მაინც კარგად მახსოვს რამდეს წვალობდი იმისთის,რომ ყოველდღე ბასტი-ბუბუში გეტარებინე : )) ჩემს გამო 8 სთ-ზე დგებოდი და ჩაწერაზე მიგყავდი,არც-ერთი კონცერტი არ გამოგიტოვებია ! ყველანაირად მიწყობდი ხელს ! იმედია შენ იმედებს ვამართლებ ! ადრე ამას ვერ ვაცნობიერებ და ალბათ სანამ დედა არ გავხდები ვერც გავაცნობიერებდი ! სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორ მიყვარხარ ! მინდა დიდხანს და ბედნიერად მყავდე,რომ ჩემს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს ! შენ,მამიკო,ლუკა და გიორგი,ბებო,მამიდა და ყველა ჩემი საყვარელი ადამიანები მაძლიერებთ და ძალას მმატებთ ! მადლობა იმისთვის,რომ სიცოცხლე მაჩუქე და რომ ასე ძალიან გიყვარვარ !
ჩემო საყვარელო ბებიკო ! შენ ჩემი მეორე დედა ხარ ! შენ არ გაგიჩენივარ,მაგრამ ისე აღმზარდე,როგორც საჭირო იყო ! ჩემს ძმებს და მე არაფერს გვაკლებ ! ყოველ დღე სკოლიდან მოსულებს გვხვდები,გვაჭმევ,გვეხმარები გაკვეთილების გაკეთებაში და ყველაფერს გვიკეთებ ! შენ რომ არ მყავდე არ ვიცი რა მეშველებოდა ! შენ ჩემი იდეალი ხარ ! ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი,რომ შენი გაკეთებული ნებისმიერი რამ ყველასას მირჩევნია ! წლინახევრიდან გვერძე გიწევარ ! ვიცი რამდენი ღამე გაგითენებია თეთრად ჩემს გამო ! როგორ ნერვიულობ ხოლმე,როცა ცუდად ვარ,ან სახლში მოსვლას ვაგვიანებ ! როცა ვუყურებ როგორ გენატრება პაპიკო,ცრემლები მადგება ! მინდა მეც ისევე მიყვარდეს როგორც შენ და პაპას გიყვარდათ ერთმანეთი ! მინდა,რომ შენ დაგემსგავსო ! ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ,რომ მყავხარ ! მინდა დიდხანს იცოცხლო და არ მიმატოვო !
|