მას შემდეგ რაც მსახიობმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომლის მიხედვითაც მას საზოგადოებრივი საქმიანობის 360 საათიანი მუშაობა დაეკისრა, ლინდსი სასამართლოში დაიბარეს.პროცესს მოსამართლე სტეფანი საუტნერს მიჰყავდა.განაჩენის უგულვებელყოფის გამო, ლინდსის 100 000 დოლარიანი ჯარიმა დაეკისრა. გარდა ამისა ვარსკლავს ბარებში სიარულიც აუკრძალეს და ახალ სასჯელად უახლოესი ორი კვირის მანძილზე პროზექტურაში 16 საათიანი დასუფთავების სამსახურიც დაეკისრა.მსახიობი პროცესზე ძალიან განევრვიულებული ჩანდა და ლამის იტირა კიდეც.სასამართლოს შენობა ლინდსი ლოჰანმა სიმბოლურად ხელბორკილებით დატოვა.