თინეიჯერი მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი ჯერ კიდევ 19 წლისაა მაგრამ ჩქარობს ოჯახის შექმნას.. მაილი და ლიამი 3 წლიანი რომანის შემდეგ დაინიშნენ !! ეს განცხადება არ არის ყვითელი პრესისა და გაზეთების მოჩვენებითი სპეკულაცია - მსახიობმა და მომღერალმა უკვე დაადასტურა ინფორმაცია: "მე უაღრესად მოხარული ვარ ჩვენს ნიშნობაზე და მინდა ჩემი და ლიამის ბედნიერი მომავლით დავტკბე.
"წყვილმა ერთმანეთი გაიცნო ფილმ "უკანასკნელი სიმღერის" გადაღებებზე, სადაც ისინი თამაშობდნენ შეყვარებულების როლს, მალე ეკრანის არარეალური რომანი იქცა სინამდვილედ. ჰემსვორდმა არაერთხელ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ვერ უმკლავდებოდა მის დიდ გრძნობას მაილისადმი:
როდესაც ჩვენ დავიწყეთ გადაღება, მე ვცდილობდი კონცენტრირება მომეხდინა მხოლოდ სამუშაოზე. მაგრამ, როდესაც შენ გიხდება სასიყვარულო სცენების თამაში, მაშინ შეუძლებელია ის კარგად შეასრულო, თუ სინამდვილეში არაფერს გრძნობ და განიცდი. მე მოხარული ვარ რომ ყველაფერი ასე გამოვიდა. მაილი მხდის მე ბედნიერს.
არც არის გასაკვრირი, რომ ლიამს აქამდე არ სურდა მაილისთვის ხელის თხოვნა: ინფორმირებული წყაროების მიხედვით ლიამმა ხელი მაისი 31 მაისს სთხოვა და მომავალ მეუღლეს 3.5 ზომის ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
როგორც ამ ვიდეოზე ჩანს
MileCyrus.Bz-მა კი გამოქვეყნდა ბეჭედის სურათი:
ეს ამბავი ძალიან გამიხარდა !!! მალე ქორწილი იქნება.. არ მჯერა :დ:დ მაილის და ლიამს კი ბედნიერებას ვუსურვებ, ერთად დიდხანს ყოფნას,წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს <3 (ვგიჟდები ამ წყვილზე)