ავსტრალიური, კანადური და ამერიკული პრესა ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის, ლეონარდო დიკაპრიოს ახალი საყვარლის შესახებ წერს. გამოცემა Melbourne Herald Sun-ის ინფორმაციით, 37 წლის დიკაპრიოს მოდელ ერინ ჰიზერტონთან აქვს რომანი, რომელიც მსახიობზე 15 წლით უმცროსია. ებრაელ მოდელ ბარ რაფაელთან დაშორების შემდეგ, ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში კოლეგა ბლეიკ ლაივლის ხვდებოდა.
ტაბლოიდები ინტერესდებიან, რამდენად ხანგრძლივი აღმოჩნდება დიკაპრიოს რომანი ჰიზერტონთან. ყვითელი პრესა ერინსა და ბარს შორის მსგავსებასა და სხვაობაზეც წერს. ორივე სუპერმოდელია, ორივე სააგენტო Victoria's Secret-ის "ანგელოზია", ორივე თეთრეულსა და საცურაო კოსტუმებს უწევს რეკლამას, ორივე მაღალი ქერათმიანი ქალია. მთავარი სხვაობა ის არის, რომ ერინი ბართან შედარებით უდარდელი და სიცოცხლით სავსე ჩანს.
გოგონებს შორის კიდევ ერთი მსგავსება - ეროვნებაა. ერინ ჰიზერტონის ნამდვილი სახელი - ერინ ჰიზერ ბაბლია (Erin Heather Bubley). საკუთარი ეროვნების შესახებ მოდელი არ საუბრობს, სამაგიეროდ, ხშირად ყვება, როგორ იზრდებოდა პატარა ქალაქ სკოკიში (ილინოისის შტატი), სადაც, ნიუ-იორკის მსგავსად, მრავალი კულტურა ერწყმის ერთმანეთს.
ლეონარდო დიკაპრიოს "სასიყვარულო სფერო" მოდელებს ვერ გასცდა. ბარ რაფაელამდე მისი საყვარელი ბრაზილიელი ჟიზელ ბუნდჰენი იყო. ცოტა ხნის წინ ტაბლოიდები ავსტრალიელ მოდელებთან კენდალ შულერსა და ელის კროუფორდთან ლეოს რომანების შესახებ წერდნენ.
|