ლეიტონ მისტერმა სასამართლო დავა მოუგო დედამისს კონსტანს მისტერს. ისტორია ივლისში დაიწყო, როცა 25 წლის მსახიობმა დედამისს სასამართლოში უჩივლა, რადგან ის ლეიტონის ძმის მკურნალობის ფულს საკუთარ თავს ახარჯავდა. კონსტანსმა შვილს შემხვედრი სარჩელით უპასუხა. მან 3 მილიონი დოლარი მოითხოვა, რადგან „თავისი ბედნიერება შეწირა" ლეიტონს, როდესაც მას მისი კარიერის დასაწყისში მხარს უჭერდა. სასამართლომ უარი განაცხადა კონსტანსის სარჩელზე და ახლა მას აღარ შეუძლია თავისი ცნობილი შვილის ფულზე ცხოვრება.
|