საიტის მენიუ

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » ლეგენდა?
12:29 PM
ლეგენდა?
ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გამეგო რა ხდება. არ ვიცი უნდა დავიჯერო თუ არა, ან საერთოდ კიდევ სრულ ჭკუაზე ვარ თუ შევიშალე, მაგრამ ის ვიცი, რომ ახლა შეიძლება უკანასკნელ წუთებს ვითვლი სიცოცხლის, ამიტომ ყველაფერი უნდა მოვყვე.

ამ წუთას მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ჩემს სახლში ვართ, მე კომპიუტერთან ვზივარ და ვწერ, მაგრამ ხელები საშინლად მიკანკალებს. ჯესი ნერვიულად დადის ოთახებში და სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. ისევ ჯობია ყველაფრის მოყოლა თავიდან დავიწყო.

დღეს დილით კარებზე საშინელი ბრახუნი ატყდა. შეშინებულმა გავაღე და დავინახე ჯესი. სახლში შემოვარდა და კარები მაგრად ჩაკეტა.

– რა ხდება? – ვიკითხე ნამძინარევი სახით და უკან გავყევი.

– არ დაიჯერებ – მითხრა – მაგრამ მოგიწევს, ყველაფერი უნდა მოგიყვე, არ მინდა მარტო ვიყო.

– კი ბატონო, გისმენ – ვუთხარი და ჩამოვჯექი, რა ვიცოდი, რომ ასე ვინანებდი.

ჯესი რამდენიმე დღეა რაც მექსიკიდან ჩამოვიდა, იქ თავის შორეულ ნათესავებთან ერთი თვე გაატარა შვებულებაში. ყველაფერი კი ერთ კვირის წინ დაიწყო, როცა პატარა ჰოსპიტალში, სადაც მისი ბიძაშვილი მუშაობდა, ერთი კაცი შემოვარდა.

რაღაცას ძალიან შეეშინებინა, ესპანურად ყვიროდა გაურკვეველ სიტყვებს და აქეთ–იქით გიჟივით იყურებოდა. სკამზე დასვეს, წყალი დაალევინეს და ჰკითხეს, რამ შეაშინა ასე.

– თეთრი სიკვდილი… La Muerto Blanco – ბუტბუტებდა კაცი დამტვრეული ინგლისურით – გადამდებია… არასდროს ნებდება… ყოველთვის იღებს თავისას…

ჯესის ბიძაშვილი ჩაეკითხა, თუ რა იყო ეს თეთრი სიკვდილი, რამე ეპიდემია თუ დაავადება.

– თეთრი სიკვდილი… ცივია როგორც ყინული… სულია, რომელსაც უნდა, რომ მის შესახებ არავინ გაიგოს… უნდა რომ საბოლოოდ მოიპოვოს სიმშვიდე, მაგრამ ვერ ახერხებს… და სანამ ერთმა ადამიანმა მაინც იცის მისი არსებობის შესახებ, არ ისვენებს… სადაც არ უნდა იყო მაინც მოგაკითხავს და მაშინ გაიგებ მის კაკუნს კარებზე…

ახლა, როცა უკვე მოგიყევი, ეს წყევლა შენზე გადმოვიდა, მე კი საშინელი სიკვდილი მელის…

სანამ ჯესის ბიძაშვილი აზრზე მოსვლას მოასწრებდა, კაცი ჰოსპიტალიდან გაიქცა. მისი დამტვრეული ინგლისურით ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ რაც გაიგო, იქიდან ცხადია არაფერი დაუჯერებია.

მეორე დღეს პოლიციამ დარეკა. უცნობი მამაკაცი საშინელი ჭრილობებით დაღუპული ნახეს ჰოსპიტალთან ახლოს.

ბიძაშვილმა ჯესის დაურეკა და ყველაფერი მოუყვა. ორივეს გაეცინათ ამ წყევლაზე და ყველაფერი შეშლილის ავადმყოფურ აზრებს დააბრალეს, მაგრამ მეორე დღეს ჯესიმ თავისი ნათესავი სახლში იპოვნა მკვდარი.

– შევედი თუ არა სახლში, მაშინვე ვიგრძენი – მიყვებოდა ჯესი – უცნაური სიცივე იდგა. ის დაბლა იწვა, ყველგან სისხლი იყო. უცებ კარებზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. ძარღვებში სისხლი გამეყინა. ის იყო, თეთრი სიკვდილი… ჩემთვის მოვიდა…



– ოხ ჯეს – ვუთხარი და ავდექი – მეტი ვერაფერი მოიფიქრე ჩემს შესაშინებლად? თეთრი სიკვდილი?

– ახლა ეს ამბავი შენც იცი… შენთვისაც მოვა…

შემოსასვლელ კარებზე კაკუნი მოისმა. სუნთქვა შეგვეკრა.

– ის არის – ხელი მტაცა ჯესიმ – არასდროს არ ჩერდება, ყველგან გიპოვნის…

კაკუნი გაძლიერდა და ბრახუნად იქცა. ცოტაც და კარები შემოიმტვრეოდა. ადგილზე გაყინულები შევცქეროდით კარებს.

საათზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი მომხდარა. ჩვენი შეშინება უნდა. ვნატრობ, რომ ჯესი არასდროს გამეცნო, რომ მექსიკაში მომკვდარიყო, ეს საშინელი ამბავი რომ არ მოეყოლა ჩემთვის…

კაკუნი არ წყდება, ხან იმატებს, ხან იკლებს, მაგრამ ვგრძნობ ჩვენი საათები დათვლილია. ვწუხვარ, რომ გაიძულეთ ეს ამბავი წაგეკითხათ, მოგიყევით თეთრ სიკვდილზე, რადგან ახლა, როცა იცით მისი არსებობის შესახებ, ის მოვა თქვენთან…
კატეგორია: სხვა | ნანახია: 764 | დაამატა: NiiiNaa❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

საათი: 11:32 AM
თქვენი IP: 18.118.166.45
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz