მომღერალ ლედი გაგას საპატიო მისია ერგო. მან ნიუ-იორკის მერთან, მაიკლ ბლუმბერგთან ერთად თაიმ-სკვერში შეკრებილ ხალხსა და მთელს ნიუ-იორკს ახალი წელი პირველმა მიულოცა.
გაგამ და მერმა ერთად დათვალეს 2011 წლის უკანასკნელი ათი წამი, შემდეგ კი ახალი წლის ნიუ-იორკისეული სიმბოლო, ბროლის ბურთი დაატრიალეს. გარდა ამისა, ეპატაჟურმა მომღერალმა ნიუ-იორკის მერი ვნებიანი კოცნითაც დააჯილდოვა.
ამ საზეიმო წუთს ლედი გაგა Versace-ს კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ბროლის ბურთზე არანაკლებ ბრწყინავდა. როგორც კი ახალი 2012 წელი დადგა, მერმა პოპ-ვარსკვლავი საცეკვაოდ გაიწვია, მოგვიანებით კი "ტვიტერზე" დაწერა: "ახალ წელს, ერთადერთსა და განუმეორებელ ლედი გაგასთან ერთად ვცეკვავ"!
|