=
2010 წლიდან ლედი გაგამ აქტიურად დაიწყო მოლაპარაკება კომპანია Coty Int_თან, რათა გამოეშვა ახალი სუნამო. სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სუნამოს სახელწოდება იქნება "FAME" (დიდება) და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება 2012 წლის აგვისტოდან. როგორც ლედი გაგამ განაცხადა, სუნამოს ექნება "ძვირადღირებული მეძავის" სუნი. სუნამოს სარეკლამო რგოლი გადაიღო რეჟისორმა Steven Klein_მა 2012 წელს, რომელიც ასევე იყო "Alejandro"_ს ვიდეო რგოლის ავტორი. კანადის ერთ–ერთმა ცნობილმა მოდურმა ჟურნალმა "Flare"_მა, მიიღო სუნამოს ესკიზი, რათა მათ ის შეეფასებინათ. სულ ცოტა ხნის წინ კი ამ ჟურნალის რედაქტორმა სოციალურ ქსელ Twitter_ის საშუალებით გაავრცელა სუნამოს დიზაინი და თან დაურთო: "საინტერესო, შავი ფლაკონი. ლედი გაგას სუნამო "FAME". კომპანია Coty აპირებს შემოდგომაზე გაგას ახალი ქალთა სუნამო გამოუშვას. სულ მალე ამაღელვებელი სუნამოს პრემიერა." უნდა ავღნიშნო, რომ გავრცელებლი ინფორმაციით ამ სუნამოს სისხლის სურნელი ექნება... სხვანაირად არც ეკადრებოდა დედა მონსტრის პროდუქტს.
|