ცნობილი მომღერალი ლედი გაგა, ახალ საყვარელთან ერთად პაპარაცებს პირველად დაენახვა.
25 წლის ვარსკვლავის რჩეული, მსახიობი ტაილორ კინია, რომელმაც გაგას კლიპში "შენ და მე" მიიღო მონაწილოება. წყვილი ივლისიდან ერთად არის, თუმცა საზოგადოების წინაშე მხოლოდ ახლა გამოჩნდნენ.
30 წლის ტეილორი ცნობილი სატელევიზიო სერიალიდან "ვამპირის დღიურები" გახდა. წყვილი პაპარაცებმა კალიფორნიაში, რომანტიკული საშობაო მოგზაურობისას შენიშნეს. პოპ-ვარსკვლავმა მისი და ტეილორის ურთიერთობა ოქტომბერში დაადასტურა.
"არ ვსაუბრობ ჩემს პირად ცხოვრებაზე, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა მომღერალმა.
გაგა ტეილორთან ურთიერთობას სერიოზულად ეკიდება. სწორედ ამიტომ მომღერალმა პენსილვანიაში 1.7 მლნ დოლარად შეფასებული სახლის ყიდვა გადაწყვიტა.
სახლი ლანკასტერის საგრაფოში მდებარეობს. გაგას რჩეული, ტეილორი სწორედ აქ გაიზარდა. ეპატაჟური მომღერალი ცდილობს თავის საყვარელს ასიამოვნოს და ძვირად ღირებული უძრავი ქონება მის მშობლიურ მხარეში იყიდოს.
|