ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა 2-წლიან ტურნეს იწყებს. ეს იდეა მომღერალს ჯგუფ U2-ს მსოფლიო ტურნემ შთააგონა, რომელმაც დედამიწის ყველა კუთხე მოიარა.
"მას სურს, რომ ტურნე მომავალ წელს აზიით და ინდოეთით დაიწყოს", - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა. "როგორც ყოველთვის, ეს იდეა გაგას ძილში, სიზმარში მოუვიდა. მას სურს, რომ 450-მდე კონცერტი და შეხვედრა გამართოს. ეს უპრეცედენტო იქნება", - განაცხადა გაგას გუნდის წევრმა.
ახალი ტურნეს ფარგლებში გაგა ცნობილ პროდიუსერებთან და შოუს დამდგმელ რეჟისორებთან ითანამშრომლებს. მათ შორის იქნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც ჯგუფ TAKE THAT-ს არაერთი წარმატებული "ლაივ-შოუ" დაუდგა.
[/color]
|