ცნობილმა მოდელმა კიმ კარდაშიანმა ადვოკატი აიყვანა, რომელსაც კარდაშიანის საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი აგენტის, ჯონათან ჯოქსანის გაჩუმება ევალება. ეს უკანასკნელი ირწმუნება, რომ კარდაშიანთან 2007-2009 წლებში მუშაობდა. იგი დაჟინებით ირწმუნება, კარდაშიანისა და ჰამფრისის 72-დღიანი ქორწინება სხვა არაფერი იყო თუ არა ფარსი, რომელიც საზოგადოებისთვის დაიდგაო. "ეს ხომ დღესავით ნათელია. ქორწინების ყოველი დეტალი დადგმული და გათამაშებული იყო. ყველაფერი წუთების მიხედვით ჰქონდათ გათვლილი ამ თამაშის მთავარ გმირებს", - განაცხადა ინტერვიუში ჯონათანმა.კარდაშიანი ყოფილი თანამშრომლის განცხადებებმა ისე გააღიზიანა, რომ მას სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის კომპენსაციისათვის 200 ათას დოლარს მოითხოვს. მეტიც, კიმი ამტკიცებს - ჯონათანთან ერთად მხოლოდ ერთი პროექტი განვახორციელე და სხვა შეხება მასთან არასოდეს მქონიაო.