ცნობილმა მოდელმა გუშინ სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა. კიმ კარდაშიანი სულ რაღაც 72 დღის წინ გათხოვდა და უკვე კალათბურთელ კრის ჰამფრისთან განქორწინება გადაწყვიტა. - ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე წერტილი დამესვა ჩვენი ურიერთობისთვის. მეგონა ჩვენი ქორწინება მარადიული იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს,- წერია განცხადებაში, რომელიც მოდელის პრეს მდივანმა გაავრცელა.კარდაშიანის ადვოკატებმა უკვე შეიტანეს მოდელის განცხადება სასამართლოში. განქორწინების მიზეზად კი მოდელს ქმართან შეუთავსებლობა უწერია. კრის ჰამფრისი მომხდარით შეძრწუნებულია. მან კიმის გადაწყვეტილების შესახებ ბოლომ გაიგო.შეგახსენებთ, რომ წყვილმა 20 აგვისტოს იქორწინა. მანამ კი კრისმა და კიმმა საქორწინო კონტრაქტიც შეადგინეს. მიუხედაად იმისა, რომ წყვილმა ერთად ძალიან ცოტა ხანს იცხოვრა, ერთობლივად 18 მილიონი დოლარის შოვნა მაინც შეძლეს. ანუ ერთად ცხოვრებისას, ყოველდღიურად, 250 000- დოლარი ჰქონდათ შემოსავალი. ასეთია ოფიციალური ვერსიები. თუმცა კრისისა და კიმის მეგობრები აცხადებენ, რომ განქორწინების მიზეზი კიმის აუტანელი ხასიათი და მუდმივად დიდებისკენ სწრაფვა იყო, ეს კი ძნელი ასატანი გახდა კალათბურთელისთვის. - სადაც არ უნდა განმარტოებულიყო წყვილი, თან პაპარაცების ამალა დასდევადათ. ამის გამო ისინის სულ ჩხუბობდნენ, რამაც საბოლოოდ მათი ოჯახის ნგრევა გამოიწვია,- აცხადებენ მათი მეგობრები.
|