პრემიერა თითქმის ერთდროულად შედგება პრემიერა ფილმებისა "ფიფქია 3D", რომელშიც ჯულია რობერტსი და ლილი კოლინზი თამაშობენ და "ფიფქია და მონადირე" - კრისტენ სტიუარტისა და შარლიზ ტერონის მონაწილეობით.ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელი ფილმი მოიპოვებს მეტ წარმატებას, თითოეულმა სტუდიამ საკმაოდ "მძიმე არტილერია" ჩართო საქმეში, ჰოლივუდის მეგავარსკვლავები. მარტო ის რად ღირს, რომ ჯულია რობერტსი ავი დედინაცვლის როლშია. ახალგაზრდა მსახიობი ლილი კოლინზი, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება ჯულიას პარტნიორი იყოს, ირწმუნება, რომ "ამერიკის ნებიერა" ჯულია საოცრად მშვიდი, მეგობრული და უკონფლიქტო ადამიანია.ჯულიამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე ერთ-ერთ მოკლე ინტერვიუში საჯაროდ მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ საზოგადოებას ასეთ როლში წარუდგება. "ჩემგან ძირითადად დადებით როლებს არიან მიჩვეული, საზოგადოება კეთილი ქალბატონების განსახიერებით "გავანებივრე" ახლა კი უცებ ავი, ბოროტი დედოფლის როლში ვარ. იმედია, მოზარდები არ შემიძულებენ ამის გამო, ისინი ხომ ჩემი განსაკუთრებით ერთგული მაყურებლები არიან". როგორც ფილმის კიდევ ერთი მონაწილე ლილი კოლინზი ამბობს, თავადაც გრძნობდა ჯულიას მხრიდან მსგავს უხერხულობას: "ხანდახან მავიწყდებოდა კიდეც, რომ ჩემ წინაშე თვით ჯულია რობერტსი იყო, იმიტომ, რომ ის ძალიან საყვარელია. მისი გმირი, ბოროტი დედოფალი, საშინლად ექცევა ჩემს ფიფქიას. მაგრამ როგორც კი გაისმებოდა სიტყვა "გადაღებულია!", ჯულია მაშინვე ბოდიშს მიხდიდა, მას არ სიამოვნებს ვინმეს წყენინება, თუნდაც ეს სცენარის ტექსტი იყოს".
|