ჰოლივუდის მსახიობ ჯიმ ქერის რუს სტუდენტ ანასტასია ვიტკინასთან რომანი აქვს. როგორც The New York Post წერს, ანასტასია, რომელსაც დღემდე ამერიკულ პრესაში "იდუმალ უცნობს" უწოდებდნენ, ქერიმ თავის მეგობარს დევიდ შუნმეიკერს წაართვა. გაზეთის ინფორმაციით, ვიტკინა ნიუ-იორკში ცხოვრობს, თუმცა მისი ასაკი უცნობია.
ქერიმ და ვიტკინამ ერთმანეთი შარშან გაიცნეს, როდესაც 49 წლის მსახიობი ჟურნალ Playboy-ის ფოტომოდელ ჯენი მაკარტის ხუთწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.
ახლა ანასტასია საყვარელი მამაკაცის სანახავად ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ხშირად დაფრინავს. დეკემბრის დასაწყისში წყვილი ლოს-ანჯელესში ჯგუფ Guns N'Roses-ის კონცერტზე ნახეს. მათი ფოტოები US Weekly-მ გაავრცელა.
თუმცა, როგორც ჩანს, რუს სტუდენტთან რომანი მსახიობს ხელს არ უშლის მშვენიერი სქესის სხვა წარმომადგენლებთანაც ჰქონდეს ურთიერთობა: ზაფხულში ქერიმ საკუთარ ოფიციალურ საიტზე ვიდეოჩანაწერი დადო, რომელშიც ჰოლივუდის 23 წლის მსახიობ ემა სტოუნს სიყვარულში გამოუტყდა.
|