ბრიტანელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ მეორე ალბომზე მუშაობას თებერვლის ბოლოს შეუდგება.
„ალბომზე მუშაობის წინა პერიოდი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე ვაკეთებდი. მაშინ, ხომ არავინ მიცნობდა და არც არავინ ელოდა პროდუქციას... ვნერვიულობ, ვფიქრობ იმაზე თუ რა გამომივა. თაყვანისმცემლები ხომ მასშტაბურს ელიან. ვფიქრობ, უნდა მოვდუნდე, დავისვენო - სწორედ ასე მივიღებ იმას, რასაც მთელი სამყარო ელის“ - აცხადებს მომღერალი.
შეგახსენებთ, რომ ჯესის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Who You Are“ 2011 წელს გამოვიდა.