წინა ორშაბათს, ჯეოსტარი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა! სეზონის ფინალი, უკვე ტრადიციულად, 31 დეკემბერს გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორშაბათია, ეთერში არ ვართ და კონკურსის მთავარი კონცენტრაცია, ახლა ფინალისთვის მზადებისკენ არის მიმართული.
დარჩენილი ორი ფინალისტიდან, მხოლოდ ერთი მიიღებს მთავარ პრიზებს. თუმცა, სპონსორებისგან დასაჩუქრდება მეორე ფინალისტიც და არა მხოლოდ ფინალისტები…
31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე სულ ცოტა ხნით ადრე, მარიტა, ან ლევანი ჯეოსტარის ტიტულს მოიპოვებს და მხოლოდ გულშემატკივრები გადაწყვეტენ, ვინ გახდება ჯეოსტარ 2011!
ხმა მიეცით თქვენს რჩეულს!!
|