ჟასმინ ალავერის ისტორიამ მთელი მსოფლიო აატირა. იგი არის გოგონა, რომელიც დაბადებიდან ბრმაა, თუმცა უკრავს პიანინოზე და აქვს არაჩვეულებრივი ხმა. გოგონა დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჯასტინის ყურადღების მიპყრობას და საბოლოოდ მისი ოცნება ასრულდა - ჟასმინი ჯასტინ ბიბერს შეხვდა!
ჯასტინი მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად შეხვდებოდა დისნეი ლენდში და მომღერალმა ფანს ეს პირობა აუსრულა. მოდით, ერთად გადავხედოთ ამ მართლაც, რომ ამაღელვებელი შეხვედრის დეტალებს...
როგორ დაიწყო ყველაფერი
მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი თვეების განმავლობაში ცდილობდა ჯასტინის ყურადღების მიპყრობას, მისი ცდა უშედეგო იყო. გოგონამ საბოლოოდ იუთუბზე ვიდეო ატვირთა, სადაც ''If You Only Knew''-ს ასრულებს. ვიდეომ ჯასტინამდეც მიაღწია და ვარსკვლავი მისით აღფრთოვანებული დარჩა.
შეხვედრა
ღამით, 11 საათზე ჟასმინი თავის საუკეთესო მეგობარს, ემილის ელაპარაკებოდა ტელეოფნზე. ისინი ბჭობდნენ, თუ რაღა გაეკეთებინათ ჯასტინის ყურადღების მოსაპოვებლად... რამდენიმე წუთში, ჟასმინი ზარს იღებს კენი ჰემილტონისგან (ჯასტინ ბიბერის პირადი დაცვა), რომელიც მას სთხოვს ტელეფონი მშობლებს გადააწოდოს. ჟასმინი ასრულებს კენის თხოვნას და რამდენიმე საათში მის სახლთან ლიმუზინი მოდის და გოგონა დისნეი ლენდისკენ მიჰყავს...
ჯასტინისა და ჟასმინის შეხვედრა მეტად ამაღელვებელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჟასმინი დაბადებიდან უსინათლოა, მას ერთხელაც არ უნახავს თუ როგორია ჯასტინი გარეგნულად, თუმცა მაინც მისი ფანია, რადგან უყვარს მისი მუსიკა და ხმა...
|