საიტის მენიუ

კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

მინი-ჩეთი
500

გამოკითხვა #1
რომელი ვარსკვალავი მოგწონთ
Total of answers: 213

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 2 » ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან და ლევან ხურციასთან ..
9:07 PM
ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან და ლევან ხურციასთან ..
კინემატოგრაფია ხელოვნების ის დარგია, რომელიც მუდმივად მოითხოვს სიახლეს. საჭიროა მოვლენებს არ ჩამორჩე და დროს ფეხი აუწყო. ეს ძალიან რთულია, რადგან ლუმიერებიდან დღემდე სათქმელი აღარაფერი დარჩა, თუმცა ახლა უკვე ეძებენ ახალ გზებს და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სათქმელი მიაქვთ მაყურებლამდე. ვის? ჯერჯერობით მსახიობს! შესაძლებელია, მალე ცოცხალ მსახიობს კომპიუტერული მექანიკური მსახიობი ჩაენაცვლოს, მაგრამ ჯერ ცოცხალი ადამიანია კინოში მთავარი. კინო, კინო... კამერა ჩაირთვება,"მატოოორ" და ადამიანები კინოს სამყაროში გადასახლდებიან, დროებით ან სამუდამოდ. ორი მსახიობი, ახალგაზრდა და სიმპათიური, მოდური... რუსკა მაყაშვილი და ლევან ხურცია ერთმანეთს ბარ-რესტორან DOWN TOWN შეხვდნენ, მშვიდ გარემოში მსახიობის ცხოვრების თავისებურებებზე ისაუბრეს. - მომიყევით თქვენ შესახებ, როგორ მოხვედით დღემდე?


რუსკა

- დავამთავრე ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ასე რომ, დიპლომიანი ბალერინა ვარ, თუმცა მსახიობობა ვარჩიე. ვემზადებოდი ქალბატონ მანანა მაჩაბელთან და ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში, მოვხვდი მედეა კუჭუხიძის ჯგუფში. მეოთხე კურსზე ვიყავით მე და ჩემი და როცა ბატონმა რობერტ სტურუამ რუსთაველის თეატრში  აგვიყვანა. ეს მსახიობისთვის და მით უმეტეს დამწყებისთვის დიდი პატივია, რუსთაველის თეატრის სცენა ყველასთვის ოცნებასავითაა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სცენაზე ვთამაშობდი და გამოცდილებაც მივიღე, პოპულარობა მომიტანა სარეკლამო რგოლებმა, სადაც სანტა-კლაუსთან ერთად ვცეკვავდი, შემდეგ მიმიწვიეს სერიალში"გოგონა გარეუბნიდან", სულ ახლახან კიდევ ორ ფილმში გადამიღეს. მთელი აგვისტო მწვანე კონცხზე"ანოსა და ვანოს თავგადასავალს" ვიღებდით, სადაც პეპი გრძელწინდას როლს ვთამაშობდი, მოკლემეტრაჟიან ფილმში გადამიღეს. ამ თვეში ირაკლი კაკაბაძე იწყებს მხატვრულ ფილმზე მუშაობას, რომლის სახელი"სიყვარულის ბალადაა", ოქტომბერში დათო იმედაშვილიც იღებს ფილმს"ვისი სული გსურს", სადაც ასევე ვთამაშობ, ასე რომ, ბოლო დროს პროფესიული ცხოვრება საკმაოდ დატვირთულია.

ლევან ხურცია 

- არ ვიქნები გამონაკლისი და მეც გეტყვით, რომ დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და მოვხვდი ანზორ ქუთათელაძის ჯგუფში, მასწავლიდა დიმა ღვთისიაშვილი, მანანა ბერიკაშვილი... ამ ადამიანებმა ჩემს ცხოვრებას სერიოზული კვალი დააჩნიეს. ყოველთვის მქონდა რუსთაველის თეატრის მიმართ რიდი, შიში და სწრაფვა. ერთ დღესაც ბედმა გამიღიმა და მოვხვდი გენიალურ რობერტ სტურუასთან. ამის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მყავს კიდევ ერთი ოჯახი რუსთაველის თეატრის სახით, დღეს უთეატროდ სიცოცხლე არ შემიძლია. შემდეგ რადიოში ვიყავი გადაცემის წამყვანი, თუმცა მომიწია ამ საქმეზე დროებით უარი მეთქვა -დროის უქონლობის გამო მუშაობას ვეღარ ვახერხებდი. მუსიკა მიყვარს, თან მომხიბლა მსმენელთან უხილავ კავშირში ყოფნამ, თუმცა ამაზეც მალე ვთქვი უარი. ტელეკომპანია"რუსთავი 2"-ში ვმუშაობ და ფილმებს, სერიალებს ვახმოვანებ. ამ საქმეს მხოლოდ ფინანსური ინტერესის გამო ვაკეთებ, თუმცა საქართველოს ფარგლებს გარეთ დუბლირება ძალზე სერიოზული საქმიანობაა. ამ საქმესაც აქვს თავისი ხიბლი და არც ისე იოლი საკეთებელია: არ ჩანხარ, მაგრამ ხმა და ემოცია შენია. 

რუსკა

- ერთხელ მულტიპლიკაციური ფილმის გახმოვანება შემომთავაზეს, თავიდან ძალიან გამიხარდა, მივედი მიკროფონთან და რაღაც დამემართა, დიდხანს ვიწვალე, ბოლოს მადლობა გადამიხადეს და წამოვედი. მივხვდი, რომ ეს ცალკე პროფესიაა. ძალიან გამიჭირდა ემოციების მოთოკვა და გადავწყვიტე, არასდროს არაფერს გავახმოვანებ-მეთქი. 

- რა არის ყველაზე რთული მსახიობის პროფესიაში? თქვენი კოლეგები ამბობენ, ეს არის როლში შესვლაო, და საერთოდ რას ნიშნავს"როლში შესვლა"? 

რუსკა 

- ქალბატონი მედეა კუჭუხიძე ყოველთვის გვასწავლიდა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებ, თუ მოგცეს როლი, ყოველ წამს ამაზე უნდა იფიქრო. გვაწერინებდა თითოეული გმირის დახასიათებას, ცხოვრებას, შემდეგ ყველაფერი ჩვევაში გადადის და ითავისებ გმირის ხასიათს. ვერასდროს იტყვი, როდის დგება მომენტი, როდესაც შენ ხდები სხვა... მესამე კურსზე მოხუც ქალს ვთამაშობდი, მაშინ ვერც გავიაზრე, როგორ შეიძლებოდა მოხუცი მეთამაშა. თავიდან ბებიას ვაკვირდებოდი, ბოლოს საკუთარი თავი დავიჭირე, რომ ყველა ასაკოვან ქალს ვაკვირდებოდი ქუჩაში, ტრანსპორტში... შემდეგ უცებ მოვიდა რაღაც აუხსნელი და... ვითამაშე. ამ პროცესს ზუსტად ვერავინ აღწერს, შეიძლება დიდხანს იჯდე რეპეტიციებზე, ითამაშო პრემიერაზე და სადღაც მეათე წარმოდგენისას მიხვდე, რომ მიაგენი და შემდეგ გამოგივიდეს ზუსტად ისე, როგორც უნდა გეთამაშა. 
ლევანი
- გამახსენდა არაჩვეულებრივი რეჟისორი და პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი, სწორედ ის ამბობდა, რომ მსახიობის ყველაზე მთავარი უნარი დაკვირვებაა. სწორედ ეს უნარი იძლევა ემოციის გადმოცემის საშუალებასაც, ასე შეგიძლია შენი განცდები მიაწვდინო მაყურებელს. თუ ხარ მსახიობი, უნდა დააკვირდე არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ გარემოს ჩვენს ირგვლივ, უნდა შეგეძლოს სამყაროსთან ურთიერთობის დამყარება და ყოველთვის საინტერესო აღმოჩენის გაკეთება. რთულია ეპიზოდური როლის თამაში, შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბუჩქის როლიც კი მნიშვნელოვანია, - ის თუ არ არის, სპექტაკლს ბევრი რამ აკლდება. მიხეილ თუმანიშვილს ძალიან უყვარდა ფეხით სიარული, აკვირდებოდა ყველაფერს: გარემოს, ადამიანებს, ხეს, ამინდს... ეს ემოციები შემდეგ ადამიანში გროვდება და მაყურებელს გადაეცემა. 
- გამოდის, რომ ჩემი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება მსახიობის ცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება.
ლევანი
- ამ მხრივ მართლაც ძალიან განსხვავებულია, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, ვაგროვებთ, რათა მერე სცენიდან თუ ეკრანიდან მოვიტანოთ ემოცია მაყურებლამდე. მსახიობი პანაშვიდების დროსაც კი აკვირდება ჭირისუფალს, მას ეს ჩვევაში აქვს გამჯდარი. 
რუსკა 
- ჰო, ასეა და თან ჩვენ სხვადასხვა ადამიანები ვართ, ხან ცოცხლები ვართ, ხან მკვდრები, ხანაც ცოცხალ-მკვდრები, ხან ექიმები, ხან გამომძიებლები... ეს მართლაც ძალიან საინტერესოა... 
- კინო და თეატრი... ორივეგან მსახიობია ერთ-ერთი მთავართაგანი, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინც რაშია განსხვავება?
რუსკა
- ყოველთვის ვამბობდი, რომ თეატრია ჩემი ცხოვრება, კინოში არ მინდა. ადრე კამერასთან მუშაობაც მიჭირდა, როცა მივეჩვიე, გავითავისე, მივხვდი, რომ ორივე ძალიან საინტერესოა, - ერთმანეთისგან განსხვავებული და მაინც რაღაცით ერთნაირი. კინო და თეატრი მსახიობისთვის სხვადასხვა თამაშს მოითხოვს - სპექტაკლის წინ რეპეტიციები გაქვს, ამ დროს გმირის ხასიათი უნდა დაიჭირო, თუ ერთხელ არა, მეორედ გამოგივა, ან მესამედ... კინოში ასე არ არის, იქ მაქსიმუმ ხუთი დუბლი ჩაწერონ და მორჩა, ამას უკვე მაყურებელი ნახავს.სპექტაკლისას იცი, რომ დარბაზში მაყურებელია, გრძნობ მათ ენერგიას, კინოში ასე არაა. თავიდან კამერა მძაბავდა, ვფიქრობდი - ამის უკან მილიონობით მაყურებელია-მეთქი და ბევრ სხვა რამესაც. ახლა გადასაღებ მოედანზე თამაშისას სულაც არ ვფიქრობ იმ ადამიანებზე, ვინც გადასაღებ მოედანზეა და არც იმათზე, ვინც ამ კადრებს ნახავს, უბრალოდ ვთამაშობ და მორჩა.
ლევანი
- კინო და თეატრი ძალიან განსხვავებულია, მსახიობისთვის ორივე საინტერესოა, თუმცა მე ჩემი გულისტკივილი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ვწუხვარ იმ არაპროფესიონალიზმის გამო, რაც ამ სფეროშია. შესაძლოა, პროფესიონალს რაღაც არ გამოუვიდეს, მაგრამ მისი შექმნილი, ნათამაშები მაინც პატივისცემას იმსახურებდეს, გამოცდილების გამო"გადასაგდები" არ იქნება. დღეს მსახიობის არჩევა, მასზე ფიქრი ბოლოს იწყება. დღეს კინოსა და თეატრს შორის, იმის გარდა, რაც რუსკამ თქვა, კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ თეატრში ყველაზე მთავარი მსახიობია, იქ იციან მისი ფასი, აფასებენ მის შრომას, სამწუხაროდ, კინოში ასე არ ხდება. როდესაც მე, მსახიობი, ვგრძნობ, რომ თეატრისთვის მთავარი ვარ, გავაკეთებ შესაძლებლობების მაქსიმუმს. ძალიან მომწონს კინოში თამაში და კამერასთან ურთიერთობა, მაგრამ როდესაც იქ არაპროფესიონალური გარემო მხვდება, რაღაცის კეთების სურვილიც კი მიქრება. კინო და თეატრი განსხვავებული სპეციფიკისაა და ორივე ძალიან საინტერესოა.- სერიალებზე რა აზრის ხართ? მით უფრო, რომ ორივე სერიალის მეშვეობით გაპოპულარულებული გმირები ხართ. ხშირ შემთხვევაში სერიალი ხომ დაბალი ხარისხისაა, იქმნება მოგების მოსატანად. მსახიობის ხელოვნება ასეთი ამაღლებულია, რა საერთო აქვს"საპნის ოპერასთან"?
რუსკა
- თავიდან ძალიან ვნერვიულობდი ამის გამო. როცა როლზე დამამტკიცეს, ერთადერთი ინტერესი მხოლოდ ფინანსური იყო. როცა რამდენიმე სერია გადავიღეთ, მივხვდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე."გოგონა გარეუბნიდან" ყველა სხვა ქართული საპნის ოპერისგან განსხვავებულია, მას იღებენ პროფესიონალები და გარემოც, საქმისადმი და მსახიობისადმი მიდგომაც პროფესიონალურია. 
ახლა იქ კიდევ ერთი ოჯახი მაქვს, რუსთაველის თეატრის შემდეგ"ღამის შოუს სტუდია" და ის ადამიანები, ვინც ამ ფილმზე მუშაობენ, ჩემი მეგობრები არიან. ვფიქრობ, გემოვნებით რასაც აკეთებ, ყველაფერი კარგი გამოდის. 
ლევანი
- რუსკას ვეთანხმები,"ღამის შოუს სტუდიაში" ნამდვილად იციან თავისი საქმე, იციან, როგორ კეთდება გემოვნებიანი სერიალი. ზოგადად, სერიალისადმი დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია. მივესალმები ყველა სერიალს, რასაც საქართველოში იღებენ, რადგან ეს არის ახალი გამოცდილება, ნაბიჯი წინსვლისკენ. ზოგი"საპნის ოპერა", რომელსაც ხშირად ვახმოვანებ, მიუღებელი და უინტერესოა ჩემთვის, თუმცა ისეთ სერიალს, როგორიცაა"გოგონა გარეუბნიდან", რატომაც არ გავახმოვანებ?! სათამაშოდაც საინტერესოა, რადგან შენი გმირის ცხოვრება იწყება და ვითარდება შენთან ერთად, თან ეს ხომ ხანგრძლივი პროცესია.
- რას ფიქრობთ თანამედროვე ქართულ კინოზე, რა ხდება დღეს ამ სფეროში, ბევრს იღებენ, ბევრი მსახიობია დაკავებული, თუმცა მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ კი იღებენ, მაგრამ მთავარია, როგორს. 
რუსკა
- ძალიან მომწონს ბევრ ფილმს რომ იღებენ, ეს ხომ სიცოცხლეა, ერთ ადგილას დგომას ნამდვილად სჯობს, დღეს არ გამოვიდა, ხვალ გამოვა, ან ზეგ... მთავარია, არ გაჩერდე და განვითარდე. ბოლო პერიოდში ბევრი ქართული ფილმი ვნახე, მომეწონა"ქუჩის დღეები","რენე მიდის ჰოლივუდში"... სულ რაღაც ხუთი დღე ვიმუშავე ალეკო ცაბაძესთან და საოცრება იყო, ფილმიც ძალიან საინტერესო გამოვიდა.
ლევანი
- ალეკო ცაბაძესთან შეხვედრა ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო, "ქასტინგზე" ჩვეულებრივად ვისაუბრე და რომ გამოვედი, ვიღაცამ დამიძახა, ერთად მოვწიოთო. ვისაუბრეთ სულ რაღაც ნახევარი საათი, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის იყო რეჟისორი, ის ნახევარი საათი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი აზრით,"რენე მიდის ჰოლივუდში" ბოლო დროს გადაღებულ ქართულ ფილმებს შორის გამორჩეულია. ასე რომ, ფილმებს იღებენ, ზოგი გამოდის, ზოგი არა და ეს ბუნებრივია. 
- რუსკამ თავისი გეგმების შესახებ ისაუბრა, თქვენ თუ ხართ დაკავებული რომელიმე ფილმში?
ლევანი
- სულ მალე გამოვა ფილმი, რომელშიც საინტერესო როლი შევასრულე. თუმცა ახლა არც თეატრში ვარ, არც კინოში, ჩიტივით თავისუფალი ვარ.


ქეთი მიქანაძე
ჟურნალი ”ბომონდი”
(ოქტომბრის ნომერი)
კატეგორია: News | ნანახია: 1010 | დაამატა: Emma | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2

2 tatii tumanishvili  Emma  (2011-11-03)

:*:*:*:* Keet Sheen Mokleed Komplimenteebs Arr Makleeb (roofl)

1 keti gvalia  Princess  (2011-11-02)

Vaime Yochag Ai Dzaaan Magariaaa
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

პროფილი
გამარჯობა: Guest




ტოპ მომხმარებლები

null NiiiNaa❤
null574
null301
null1050


null Infinite∞
null548
null1254
null32767


null Smiley
null440
null1180
null32767


null Princess
null376
null1560
null32767


null GossipGirl❤
null268
null1657
null1031


ჩანაწერების არქივი

გამოკითხვა2
რომელი ვარსკვლლავი მოგწონთ?
Total of answers: 137

statistic


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

საათი: 12:01 PM
თქვენი IP: 18.223.170.253
თარიღი: 2024-12-23
ბრაუზერი:
ბრაუზერის ნომერი:


Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz